რუსთავში გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ, გზა გადაკეტეს.
ისინი კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქუჩაში სხვადასხვა ნივთებით, ასევე ტანსაცმლით ვაჭრობის აკრძალვით, მთავრობა მათ ყველანაირი შემოსავლის გარეშე ტოვებს.
აქედან გამომდინარე, ისინი დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან და ქუჩაში ვაჭრობას გააგრძელებენ.
აქციის მონაწილეებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განუმარტა გარემოვაჭრეებს არსებული შეზღუდვები და განაცხადა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. აქციაზე მყოფმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვის შემდეგ, ქუჩაში დახლები კვლავ გააკეთეს და ვააჭრობა განაგრძეს.