"მაღაზიებს შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი პროდუქცია, რაც მათ დახლებზე დევს" - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში ფოტოებზე, რომელსაც სოცქსელებში აკრიტიკებენ

ყვე­ლა მა­ღა­ზი­ას, რო­მე­ლიც უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ და­ხუ­რუ­ლა, უფ­ლე­ბა აქვს გა­ყი­დოს ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი, რო­მე­ლიც დახლზე უდევს. ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში ადას­ტუ­რე­ბენ.

"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ეა. მა­ღა­ზი­ებს, რო­მლე­ბიც აგ­რძე­ლე­ბენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, შე­უძ­ლი­ათ გა­ყიდ­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ცია, რაც მათ დახ­ლებ­ზე დევს", - გა­ნუ­ცხა­დეს Ambebi.ge-ს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

ჩვენს კი­თხვა­ზე, მო­დის თუ არა ეს კო­მენ­ტა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მთავ­რო­ბის N699 დად­გე­ნი­ლე­ბას­თან, უწყე­ბა­ში გან­გვი­ცხა­დეს, რომ "მა­ღა­ზი­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­ყი­დონ მათ დახლზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­დუქ­ცია".

მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მათ შო­რის თბი­ლის­ში, ყვე­ლა სა­ხის სა­ქონ­ლის რო­გორც სა­ცა­ლო ისე, სა­ბი­თუ­მო რე­ა­ლი­ზა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რად. დად­გე­ნი­ლე­ბით გა­მო­ნაკ­ლი­სია შემ­დე­გი პრო­დუქ­ცია: სურ­სა­თის/ცხო­ვე­ლის საკ­ვე­ბის, ცხო­ვე­ლის, ცხო­ვე­ლუ­რი და მცე­ნა­რე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის, პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და აგ­რო­ქი­მი­კა­ტე­ბის, სა­თეს­ლე და სარ­გა­ვი მა­სა­ლე­ბი. იხილეთ სრულად