ხორბლის ექსპორტიორთა კავშირმა რუსეთის ხელისუფლებას წერილით მიმართა, რომელშიც ითხოვს არ დააწესოს საბაჟო ტარიფი საექსპორტო ხორბალზე. ამ ზომას ისინი წამგებიანად მიიჩნევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ჩვენი აზრით, ტარიფის დაწესება არის წამგებიანი შემზღუდავი ზომა, რომელიც ახდენს დემოტივაციას და არსებითად ეხება ექსპორტიორებისა და სოფლის მეურნეობის მწარმოებლების ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა უმეტესობის მდგომარეობა ისედაც სერიოზულად დაზარალებულია რუსეთის სამხრეთით გაგრძელებული გვალვის გამო. ხორბლის ექსპორტზე კვოტა, რომელიც შემოთავაზებულია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, უზრუნველყოფს შიდა ბაზრის დაცვას ხორბლის უკმარისობისგან, მიუხედავად მსოფლიოს ბაზრის კონიუქტურისა, რისი მიღწევაც ვერ მოხერხდება საექსპორტო კვოტის დროს“, - ნათქვამია განცახდებაში.
როგორც ცნობილია, ცალკეული მეცხოველეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დარგის წარმომადგენლებმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, განიხილონ ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის საკითხი ექსპორტზე საბაჟო ტარიფების გაზრდის გზით, მიზეზად კი წელს რუსეთში ხორბალზე მკვეთრად გაზრდილი ფასი მოიყვანეს.
კავშირში აცხადებენ, რომ ზოგიერთმა იმპორტიორმა ქვეყანამ დაიწყო ხორბლის მომარაგება, შედეგად კი გაიზარდა მოთხოვნა რუსულ ხორბალზე. კერძოდ ეგვიპტემ 1-ლი ივლისიდან შესყიდვები გაზარდა 4,33 მილიონ ტონამდე, მაშინ როცა გასულ წელს ამ დროის მონაკვეთში შეკვეთილი ჰქონდა 2,89 მილიონი ტონა. საუდის არაბეთმა გაზარდა 1,85 მილიონ ტონამდე, 0,74 მილიონიდან. ბანგლადეშმა 1,43 მილიონი ტონამდე 1,01 მილიონი ტონიდან, იორდანიამ 545 ათას ტონამდე 123 ათასი-დან, ფილიპინებმა 540 ათას ტონამდე 175 ათასიდან. გაჩნდნენ ახალი მსხვილი შემსყიდველებიც, კერძოდ პაკისტანი და ტაილანდი.
როგორც ხორბლის ექსპორტიორთა კავშირში აცხადებენ, ხორბალზე საბაჟო ტარიფის დაწესება გამოიწვევს რუსული ხორბლის გაძვირებას მსოფლიო ბაზარზე. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს მისი კონკურენტუნარიანობის დაკარგვას. წერილში ხაზგასმულია რომ რუსეთში ხორბლის დეფიციტი არ არის, საექსპორტო პოტენციალი კი გათვლილია ყველა არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით შიდა ბაზარზე.
ცნობისთვის, რუსეთმა საექსპორტო საბაჟო ტარიფები ხორბალზე 2015 წელს შემოიღო. მისი ზომა რამდენჯერმე შეიცვალა. 2016 წლის 23 სექტემბრიდან საბაჟო ტარიფი განულდა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე, შემდეგ ნულოვანი ბიჯი გახანგრძლივდა 2019 წლის 1-ელ ივლისამდე. გასულ წელს კი განულება ერთბაშად ორი წლით გახანგრძლივდა 2021 წლის 1-ელ ივლისამდე.