G&T - მეორე ლოკდაუნის გამო 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება

საინვესტიციო ბანკის Galt And Taggart-ის პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზის შემთხვევაში საინვესტიციო ბანკი ქვეყნის ეკონომიკის 5.1%-იან შემცირებას ვარაუდობდა. თუმცა მეორე ლოკდაუნის დაწყების შემდეგ ეს პროგნოზი შეიცვალა.

Galt And Taggart-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, მათი პროგნოზით 2021 წელს ტურიზმი მხოლოდ 50%-ით აღდგება.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5.1%-ით შემცირდა. თუმცა იმ ფონზე, როცა ქვეყანის ეკონომიკა, ფაქტობრივად, ხელმეორედ გაჩერდა, სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს რეცესია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე