„ჰორეკა სექტორს 30 მლნ ლარზე მეტი აქვს დავალიანება“  - „ბევრ ობიექტს ეს ვალები უბრალოდ ჩარჩება და ვეღარ ამოვიღებთ“

„ჰორეკა სექტორს 30 მლნ ლარზე მეტი აქვს დავალიანება. ამოსაღები თანხა კოლოსალურია, შესაბამისად, 2 -თვიანი ჩაკეტვა კიდევ უფრო მძიმე იქნება“ ,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ჩაკეტვა, სადისტრიბუციო ქსელის მიმართ არსებული დავალინების ამოღებას კიდევ უფრო ართულებს. როგორც ივა ჭტყონია განმარტავს, ბევრ ობიექტს, რომელიც ოპერირებას ვერ გააგრძელებს, ეს ვალები უბრალდო ჩარჩება და მისი ამოღება ვეღარ მოხდება.

„ჩვენ ალბათ, ყველაზე ნაკლები პრობლემა იმ კუთხით გვაქვს, რომ შეზღუდვების გამო გადაადგილება ჩვენთვის შედარებით თავისუფალია. ნებართვები უფრო ოპერატიულად გაიცა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჰორეკა სექტორი გაჩერებულია, დავალინების სახით მილიონობით ლარია ჩარჩენილი. პირველი ტალღის დროსაც ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა, შემდეგ ვინც მუშაობის გაგრძელება მოახერხა, მათთვის მიწოდება ჩვენ კვლავ გავაგრძელეთ (გადახდის შემდეგ პირობაზე ან კონსიგნაციაზე), თუმცა ვალდებულება კიდევ უფრო გაიზარდა. შესაბამისად, ამოსაღები თანხა კოლოსალურია და 2-თვიანი ჩაკეტვა კიდევ უფრო მძიმე იქნება. ბევრ ობიექტს, რომელიც ოპერირებას ვერ გააგრძელებს, ეს ვალები უბრალდო ჩარჩება და ვერ ამოვიღებთ. ამას თავადაც აღირებს ეს სექტორი. ჰორეკას წარმომადგენლებთან ჩვენ პირდაპირ ეთერში მოხვდვით და ცალსახად ითქვა, რომ ვერ გადავიხდითო. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ქეშის დეფიციტი შეგვექმნა.

საუბარია, დახლოებით 30 მლნ ლარზე მეტ დავალიანებაზე. პირველი ტალღის დროს 25 მლნ ლარამდე იყო, საიდანაც 20%-მდე თანხის ამოღება კომპანიების მხრიდან მოხდა. თუმცა, მეორე ტალღამდე ეს ვალდებულება კიდევ უფრო გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის პერიოდში, სასტუმროების, რესტორნებს ნაწილმა ოპერირება გააგრძელა, ჩვენ მიწოდება აღვადგინეთ და ვალიც გაიზარდა“, - აცხადებს ივა ჭყონია.

ნინი ქეთელაური