ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, მის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის დამტკიცების მიზნით ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციასა და ევროპის წამლის სააგენტოში დღეს განაცხადების შეტანას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„პირველადი დადებითი ანალიზი ადასტურებს ჩვენი ვაქცინის შესაძლებლობას, აღკვეთოს კოვიდ 19-ით დაინფიცირება 94.1%-იანი ეფექტურობით და რაც მთავარია, მოახდინოს კორონავირუსის მძიმე ფორმის პრევენცია, - განაცხადა Moderna- ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანცელმა.
აღსანიშნავია, რომ Moderna-მ და ევროკომისიამ მიაღწიეს შეთანხმებას პირველ ეტაპზე ვაქცინის 80 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული რაოდენობა საბოლოოდ 160 მილიონ დოზამდე გაზარდოს.