ეროვნული ბანკი - ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 47.1 მლნ ლარით გაიზარდა და 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 47.1 მლნ ლარით გაიზარდა და 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო.

"ვადაგადაცილებული სესხების 30.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.7 პროცენტს გაუტოლდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

სებ-ის მონაცემებით, ოქტომბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 457.0 მლნ ლარით (3 პროცენტით) გაიზარდა და 15.78 მლრდ ლარს გაუტოლდა.