Nocking Point-ი 2020 წელთან “დასამშვიდობებლად“ სპეციალურ ვარდისფერ ღვინოს ქმნის

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ღვინის ინდუსტრიაში გაყიდვების წლიური ბრუნვა 70 მილიარდ დოლარს აჭარბებს, კომპანიები ახალი სახის ექსკლუზიურ სასმელებს ჯიუტად აწარმოებენ.

ღვინის პრემიუმ მწარმოებელი, როგორიცაა Nocking Point Wines ახალგაზრდა აუდიტორიასთან განსხვავებულ მიდგომებს ამჯობინებს. Point Wines-მა მოღვაწეობა ვაშინგტონში 2012 წელს დაიწყო.

მწარმოებელი ხარისხით გამოირჩევა. მათი უახლესი შეთავაზება - FU 2020 არის ცქრიალა, ვარდისფერი ღვინო, რომელიც მიზნად ისახავს ამ წლის ისე გასტუმრებას, როგორც იმსახურებს.

“ნათელი ფერის და ელეგანტური სითხე ნამდვილად მოგვცემს ახალი წლის ფრთხილად აღნიშვნის საფუძველს. მომავალ წელს იმედისმომცემად ვუყურებთ“ - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ღვინის ორი ეგზემპლარი ერთად Nocking Point-ის ვებ – გვერდზე, ექსკლუზიურად, 49 აშშ დოლარად იყიდება.

ბრენდის შექმნის იდეა MTV– ს ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ენდრიუ ჰარდინგს ეკუთვნის. მან მეღვინეობა მეგობართან, მსახიობ სტივენ ამელთან ერთად დაიწყო. მოგვიანებით ღვინის კლუბიც დააარსეს.

უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა სატელევიზიო, კინო და პროფესიონალური სპორტის ცნობილ სახეებთან. ახლა “ღვინის კლუბში“ 200,000-ზე მეტი წევრია წარმოდგენილი. მათ შორის არიან ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები - ჯეისონ მომოა, მილა კუნისი, ეშტონ კატჩერი და ასე შემდეგ. თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან, მიუხედევად იმისა, რომ ვარსკვლავები ბრენდის პოპულარიზებას ახდენენ, საბოლოო ჯამში, კომპანია მოთხოვნადი მხოლოდ მისი ხარისხის გამო არის.

Nocking Point-ი ნედლეულით ვაშინგტონის ყველაზე პოპულარულ ვენახებისა და ღვინის მწარმოებლების მხრიდან მარაგდება. ინოვაციურ მიდგომებზე და განვითარების ახალ გზებზე უარს არასდროს ამბობენ.

თეონა რამაზაშვილი