„თიბისი ლიზინგისა“ და „თეგეტა თრაქ & ბასის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში, იაპონური ბრენდის - HINO კომერციულ ავტომობილებზე სპეციალური პირობები მოქმედებს.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც HINO-ს ბრენდის სადისტრიბუციო მანქანებს „თეგეტა თრაქ & ბასისგან“ ლიზინგით შეიძენენ, 1 წლიან უფასო გეგმურ და არაგეგმურ სერვისებს მიიღებენ.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ავტომობილს ან ავტომობილებს, ამ შეთავაზებით შეიძენს, 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ მოთხოვნილ მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებს. აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პირველ ეტაპზე, „თეგეტა თრაქ & ბასი“ კომპანიებს HINO 300-ის სერიის მოდელს სთავაზობს. აღნიშნული მოდელი დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევა და გაძლიერებული შასი აქვს. ავტომობილი სპეციალურად რთულ პირობებში ექსპლუატაციისთვის არის შექმნილი. HINO 300-ის მზიდი ჩარჩო ანტიკოროზიული მასალითაა დამუშავებული. ასევე, HINO-ს კომერციული ავტომობილები მძლავრი ძრავით გამოირჩევიან. ავტომობილის სრული დატვირთვის შემთხვევაში და რთულ რელიეფურ პირობებშიც კი, ძრავის დატვირთვა შეუმჩნეველია და ავტომობილი შეუფერხებლად გადაადგილდება.
გარდა ამისა, HINO-ს ბრენდის ავტომობილებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უსაფრთხოების საკითხსაც.
„თეგეტა თრაქ & ბასი“ საქართველოში ჰინო (HINO)-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. HINO TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია, მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.
„თეგეტა თრაქ & ბასი“ კი თავის მხრივ, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციის და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში ოპერირებს.
„თიბისი ლიზინგი“ 2003 წლიდან ბიზნესებს აქტივების შეძენაში ეხმარება და დღეის მდგომარეობით, უკვე 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზარო წილი 70%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 300 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელია.
ლიზინგი, როგორც დაფინანსების ინსტრუმენტი საუკეთესო საშუალებაა როგორც დამწყები, ისე ბაზარზე დამკვიდრებული კომპანიებისთვის, რათა თავდაპირველი ინვესტიციის და დამატებით უზრუნველყოფის გარეშე გაზარდონ საწარმოო სიმძლავრეები და კონცენტრირდნენ მათ ძირითად კომპეტენციაზე, რათა მომხმარებლებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესთავაზონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება.
ბიზნესებს სალიზინგო კომპანიიდან 90%-მდე დაფინანსების მიღება მათზე მორგებული პირობებით შეუძლიათ, რაც თავიდან აცილებთ დამატებით ხარჯებს და სწრაფად აძლევთ საქმიანობის წარმართვის საშუალებას.