2021 წელს მთავრობა 18,384 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს კი მიმდინარე წელთან შედარებით 2.4 მლრდ ლარით მეტია. 2020 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ხარჯები 15,923 მლრდ ლარს შეადგენს. პროექტის მიხედვით, იზრდება როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასქმებულთა რიცხვი, ასევე სახელფასო ფონდი. კერძოდ, 2021 წელს მომუშავეთა რიცხოვნობა იქნება 112 570 (2020 წელს იყო 112 214), სახელფასო ფონდი კი 1,556 მლრდ ლარიდან 1,614 მლრდ ლარამდე იზრდება.
რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ისევ გამოყოფილა ჯანდაცვის სამინისტროსთვის.
ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, სამინისტროების ასიგნებები ასე გადანაწილდა:
- მთავრობის ადმინისტრაცია - 16,000 მლნ ლარი
- ფინანსთა სამინისტრო - 88,900 მლნ ლარი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 469,815 მლნ ლარი
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2,371 მლრდ ლარი
- იუსტიციის სამინისტრო - 246,500 მლნ ლარი
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 5,563 მლრდ ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 174,200 მლნ ლარი
- თავდაცვის სამინისტრო - 900,000 მლნ ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 790,000 მლნ ლარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 463,575 მლნ ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 1,802 მლრდ ლარი