2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საშინაო ვალდებულებების მოსალოდნელ კლებას 1 700 000.0 ათასი ლარის ოდენობით.
ფინანსური დოკუმენტი მათ შორის ითვალისწინებს სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას - 1 660 000.0 ათასი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) – 40 000.0 ათასი ლარის ოდენობით.
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, 2021 წლის განმავლობაში ისევ იგეგმება გამოსყიდვის ოპერაციების გაგრძელება, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საშინაო ვალდებულებების ძირითადი თანხის დაფარვასა და მომსახურების ხარჯზე.
უწყების ინფორმაციით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული საგარეო და საშინაო ვალის პარამეტრები უზრუნველყოფენ სახელმწიფო ვალის მდგრადობის შენარჩუნებას საშუალოვადიან პერიოდში.
სახელმწიფო საშინაო ვალდებულებების პროცენტის მომსახურებისათვის საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 530 000.0 ათასი ლარი.