2021 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით იზრდება.
კერძოდ, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 1,614,671.1 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 60 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის დამტკიცებული გეგმის მაჩვენებელზე, რომელიც 1,554,287.8 ათას ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გათვალისწინებულია საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობის ზრდა. კერძოდ, 2021 წელს საჯარო სექტორში 112 570 დასაქმებული იქნება და შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წლის გეგმასთან (112 214) შედარებით 356-ით იზრდება.