"იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და მისცეთ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს ავტობუსების ზოლით სარგებლობის უფლება"

"იქნებ საცობების პრევენციის მიზნით, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, დაუშვათ გამონაკლისი და მისცეთ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს ავტობუსების ზოლით სარგებლობის უფლება",- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს. აღნიშნულით ის დედაქალაქის მერიას მიმართავს.

"ბიზნესპრესნიუსი" ვასო ურუშაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მთელს თბილისში საცობებია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ პირადი ავტომობილებით გადაადგილებაზე მოთხოვნა გაზარდა. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ტაქსის სერვისით სარგებლობაზეც, რამაც მგზავრობის ტარიფები მნიშვნელოვნად გააძვირა, რიგ შემთხვევაში გააორმაგა კიდეც.

იქნებ საცობების პრევენციის მიზნით, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, დაუშვათ გამონაკლისი და მისცეთ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს ავტობუსების ზოლით სარგებლობის უფლება. განსაკუთრებით ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში გაუვალი საცობებია",- წერს ურუშაძე.

ნინი ქეთელაური