ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგეს

პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი დაკარგეს, - ამის შესახებ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას ახლავს თან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პანდემიის გამო "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 15%-ით შეუმცირდა შემოსავლები, რაც დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს. დოკუმენტის თანახმად, პანდემიამ 30 მილიონი ლარით შეუმცირა შემოსავლები "საქართველოს რკინიგზას". ამასთან, 42%-ით შეუმცირდა შემოსავლები "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას".

„პანდემიის გამო სახელმწიფო საწარმოებმა დაკარგეს დაახლოებით 130 მილიონ ლარამდე შემოსავალი, ხოლო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნდა ძველ ნიშნულზე. ამ მომენტისთვის საწარმოები ინარჩუნებენ ლიკვიდურობას, თუმცა, საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად კაპიტალშენატანების განხორციელების საჭიროების რისკი იზრდება",-აღნიშნულია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.