„ბიტკოინის“ ფასმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა

“ბიტკოინის“ ფასი დღევანდელი ვაჭრობისას გაიზარდა. თბილისის დროით 15:10 საათისთვის ვაჭრობის სესიაზე ის 1,01%-ით გაძვირდა და 19 915 დოლარი შეადგინა. უკვე 15:28 წუთისთვის კი მისი ფასი 19 405 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ კრიპტოვალუტის ღირებულების ისტორიული მაქსიმუმი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როცა ფასმა 19 891 დოლარი შეადგინა.

„ბიტკოინი“ ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა.

კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვეყნდა და მისი ავტორია სატოში ნაკამოტო. თუმცა „ბიტკოინის“ პოპულარობის პიკი მხოლოდ ბოლო წლებში დაფიქსირდა. „ბიტკოინის“ ემისია ჩვეულებრივი მეთოდით შეზღუდულია და ამ დროისთვის ბიტკოინების დიდი ნაწილი უკვე „მოპოვებულია“.

კოკა კვირკველია