ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-სგან კოვიდ 19-ის კანდიდატ ვაქცინასთან დაკავშირებული მარკეტინგის ნებართვის მისაღებად განაცხადი მიიღო.
ამასთან, კომპანია Moderna-ს ინფორმაციით, მის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენების მიზნით საგანგებო ნებართვის მისაღებად განაცხადი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაშიც შეიტანა.
კომპანია Moderna-ში აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 94.1 პროცენტია.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ასეთივე ნებართვა ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და მისმა გერმანულმა პარტნიორმა BioNTech-მაც ითხოვეს.