იაპონიისა და ქუვეითის ხელისუფლება სამხრეთ იაპონურ კუნძულზე კიუსიუზე ნავთობის საცავს შექმნიან. საკითხზე ქვეყნებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. აღნიშნული საცავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები სანავთობო კრიზისის შემთხვევაში მომარაგდებიან. სპეციალურად პროექტისთვის შექმნიან 500 ათასი კილოლიტრი მოცულობის რეზერვუარს - წერს გაზეთი The Japan News.
საცავი ბაზა განთავსდება კაგოსიმას პრეფექტურაში, კიუსისუს სამხრეთ ნაწილში. ჩვეულებრივ დროს მის გამოყენებას შეძლებს ქუვეითის სახელმწფიო სანავთობო კომპანია საკუთარი საექსპორტო მიწოდებებისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება სანავთობო კრიზისი, საცავში არსებული ნავთობი მთლიანად მოხმარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს, რომლებსაც ამ დროისთვის არ გააჩნიათ ნავთობის საკმარისი მარაგები.
წინასწარი გათვლებით საჭიროების შემთხვევაში ეს ბაზა შეძლებს ამ ქვეყნების ნავთობით მომარაგებას ათი წლის განმავლობაში.