გასულ წელს ევროკავშირში სასათბურე გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში 3,7%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს ეკონომიკა 1,7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის კლიმატის ცვლილების შესახებ წლიურ ანგარიშში.
„ევროკავშირი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება ეკონომიკის ზრდის პირობებშიც კი. მიუხედავად ამისა, ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მეტი ძალისხმევის მიმართვას ყველა მიმართულებით, რათა მიღწეულ იქნას ჩვენი საერთო მიზანი - 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების შესახებ“ - განაცხადა ფრანს ტიმერმანსმა, რომელიც არის ევროკომისიაში „ევროპის მწვანე კურსის“ პროექტის კურატორი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დანახარჯები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, მწვანე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში და საერთაშორისო თანამშრომლობაში გაიზარდა 2019 წელს და გაიზრდება მომავალშიც კორონავირუსის პანდემიის დაძლევის შემდგომი ეკონომიკის ზრდის პირობებშიც.
ცნობისთვის, 1990 წელთან შედარებით ამ დროისთვის 24%-ით არის შემცირებული ემისიები ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში.