„მხოლოდ ერთი რამ“, ანუ ადამიანი, როგორც წარმატების საფუძველი - გარი კელერის ბესტსელერი ქართულად გამოიცა

რა არის წარმატების საფუძველი? - ამ შეკითხვას ყველა წარმატებულ ადამიანს უსვამენ.

ისინიც, თავის მხრივ, განსხვავებულ პასუხებს იძლევიან, თუმცა ერთი ფორმულა მაინც არ არსებობს; უფრო ზუსტად, აქამდე არ არსებობდა. ამ კითხვაზე პასუხის კიდევ ერთი მცდელობაა გარი კელერის ბესტსელერად აღიარებული წიგნი „მხოლოდ ერთი რამ“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ქართულ ენაზე გამოიცა.

წარმატების მიღწევა, ბედნიერების მოპოვება ყველას უნდა, მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს? საზოგადოებაში დამკვიდრებული გამონათქვამები თუ მითები ჩარჩოებში გვაქცევს და რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს გვიკარგავს. წიგნში „მხოლოდ ერთი რამ“ ავტორებმა წარმოადგინეს 6 ყველაზე გავრცელებული სიცრუე, რომლებსაც წარმატებასა და ბედნიერებას უკავშირებენ:

1. ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია

2. რამდენიმე საქმის ერთად კეთება

3. დისციპლინა

4. ნებისყოფა ყოველთვის ჩვენს სამსახურშია

5. დაბალანსებული ცხოვრება

6. დიდი ცუდია

„მხოლოდ ერთი რამ“ - რა არის ის „ერთი“?

წიგნის სათაური ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი რამის კეთებაა საკმარისი. ამ ფრაზაში წიგნის ავტორები იმას გულისხმობენ, რომ ერთ ჯერზე ერთი რამე უნდა ვაკეთოთ. მათ ნათლად ჩამოაყალიბეს ის შვიდი ქვაკუთხედი, რომლებსაც ეფუძნება ადამიანის ცხოვრება: სულიერება, ფიზიკური ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება, ურთიერთობა, ბიზნესი და ფინანსები. სწორედ ამ შვიდი მიმართულების გათვალისწინებით უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა: „რა არის ის ერთი რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია იმისთვის, რომ ყველაფერი უფრო მარტივი გახდეს?“

0p8a3413-1606894903.jpg

წიგნის წაკითხვის შემდეგ ვრწმუნდებით, თურამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციას, ფოკუსირებასა და დაუღალავ შრომას ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბების საქმეში.

მონდომებას ყველაფერი შეუძლია?

წიგნი „მხოლოდ ერთი რამ“ – საინტერესო საკითხავია როგორც ჩამოყალიბებული პროფესიონალებისთვის, ისე მათთვის, ვინც ახლა იწყებს გზის გაკვალვას. ეს წიგნი სარკესავითაა – სხვადასხვა ადამიანს შეუძლია მასში მისთვის საჭირო და განსაკუთრებული შინაარსი ამოიკითხოს.

წიგნი ლიტერატურითა და ცხოვრებისეული მაგალითების საფუძველზე გვიჩვენებს წარმატებისკენ მიმავალ გზას და გვარწმუნებს, რომ მონდომებით მთვარემდე მიღწევაც კი შესაძლებელია.

საგულისხმოა, რომ წიგნში აღწერილი პრინციპების ნამდვილობა დასტურდება გარი კელერის ცხოვრების გზითა და წარმატებული კარიერით. სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდობით შეძლო შეექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გლობალური კომპანია Keller Williams Realty, რომლის წარმატება დაფუძნებულია კომპანიის თითოეულ თანამშრომელზე. სწორედ ადამიანია ამ კომპანიის ფილოსოფიის ქვაკუთხედი.

ამდენად, „მხოლოდ ერთი რამ“ არის წიგნი, რომელიც პირველივე გვერდიდან მოტივაციით აგავსებთ, ბოლო გვერდის კითხვისას კი მიხვდებით, რომ თავში უამრავი იდეა გაქვთ, რომელთა განხორციელების დაწყების დრო სწორედ ახლაა!

წიგნის გამოწერა შესაძლებელია ბმულზე.