Daimler-ი გერმანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს ათას ევროს გადაუხდის

გერმანული საავტომობილო კონცერნი Daimler AG აპირებს ერთჯერადად ათას-ათასი ევროს პრემია გადაუხადოს ათასობით თანამშრომელს, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე არიან დასაქმებულები.

შედეგად კომპანიას სურს, მასთან დასაქმებულებს შეუმსუბუქოს პანდემიით გამოწვეული პერსონალური და ეკონომიკური სირთულეები.

როგორც კონცერნის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, ფულად პრემიას დეკემბრის ხელფასთან ერთად მიიღებს კომპანიაში კონტრაქტით მომსახურე 160 ათასზე მეტი თანამშრომელი. საუბარია კონცერნის შემადგენლობაში არსებული კომპანიების Mercedes Benz AG, Daimler Truck AG და Daimler Mobility დასაქმებულებზე და კომპანიის ყველა შვილობილ განყოფილებაში მომუშავე პირებზე.

ერთჯერადი გასამრჯელო არ დაიბეგრება სახელფასო და სოციალური დაზღვევის გადასახდელებით.

ცნობისთვის, Daimler-ის აქციები გუშინ გამართული ვაჭრობისას 1,5%-ით გაძვირდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის კაპიტალზიაცია გაიზარდა 16%-ით და 60,5 მილაირდი ევრო შეადგინა.

კოკა კვირკველია