ამერიკულმა საცხოვრებელი სახლების დაჯავშნის სერვისმა Airbnb Inc აქციების პირველადი განთავსებისთვის (IPO) კომპანიის აქციების ღირებულება 44-დან 55 დოლარის დიაპაზონში განსაზღვრა.
კომპანია პირველ ეტაპზე გეგმავს 50 მილიონი ფასიანი ქაღალდის გაყიდვას და თუ ამ საშუალო ფასიდან ამოვალთ, მაშინ IPO-ს მოცულობა 2,3 მილიარდი დოლარი იქნება, წერს The Wall Street Journal. მთლიანად კი კომპანია შეიძლება შეფასდეს მაქსიმუმ 35 მილიარდ დოლარად. კომპანიის აქციები Nasdaq-ის ბირჟაზე იქნება წარმოდგენილი და გაიყიდება ტიკერით ABNB.
ცნობისთვის, Airbnb 2017 წელს ფინანსირების რაუნდის დროს 31 მილიარდ დოლარად შეაფასეს. პანდემიის დაწყებისას კი მისი ღირებუელბა 18 მილიარდ დოლარამდე შეფასდა, თუმცა მალევე კომპანიის თავკაცმა ბრაიან ჩესკიმ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, შეკვეცა მარკეტინგის ხარჯები, შეამცირა დასაქმებულების დაახლოებით მეოთხედი და შეაჩერა არასაკვანძო პროექტები.
Airbnb-ზე ჯავშნები განახლდა ზაფხულში, თუმცა ამ დრომდე ვერ მიაღწია პანდემიამდელ არსებულ ნიშნულს.