გაუძვირდებათ თუ არა გაზი თონეებს - თბილისი ენერჯის“ პასუხი

3 იანვრიდან თბილისში კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით, 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე გაეზრდებათ, გამონაკლისი მხოლოდ პურის ქარხნებია. თუმცა აღნიშნული შეღავათი არ შეეხებათ თბილისში მოქმედ მცირე ზომის პურის საცხობებს და თონეებს.

"ტარიფი გაიზრდება ყველასათვის, გარდა მასობრივი წარმოების პურის ქარხნებისა, რომლებიც პურით ამარაგებენ ბაზარს. რაც შეეხება თონეებს, ტარიფი მათთვისაც ჩვეულებრივ მოიმატებს“-განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიში“.

თამარ მუკბანიანი