როგორ გამოიყურება სახლი 2 იზოლირებული ბინით თბილისში, რომელიც 3 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი 2 იზოლირებული ბინით, რომლის ღირებულება 2 821 000 ლარს (850 000 დოლარი) შეადგენს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 885 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1000 კვ.მ. ამასთან, აქვს 15 ოთახი, აქედან 8 საძინებელი.

"სახლი აშენებული და გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალით, არის ენერგო ეკონომიური. საერთო საცხოვრებელი 885 კვ/მ. ავეჯის სრული კომპლექტაციით, ჩაშენებული იტალიური სამზარეულოებით და აღჭურვილი სამსუნგის 2019 წლის სრული საყოფაცხოვრებო ტექნიკით, იატაკის გათბობით, 4 ა/მ ფარეხით. დიდი აივნებით, პანორამული ტერასით, 7 სველი წერტილით, ჯაკუზებით და შხაპ კაბინებით. აუზი 11/6 მ, ეზოში 170 კვ/მ დამხმარე შენობით, საუნით, მარნით, ფიტნეს დარბაზით, მოსამსახურე პერსონალის ოთახით, სატრაპეზოთი",- აღნიშნულია განცხადებაში.

2-d4f7e06a-1b6b-4dd8-af0e-c553a28d21fc-1606913968.jpg

3-d61d003a-4b50-49ad-86a3-f72d0d966e76-1606913987.jpg

5-32504ea3-ef1c-47e7-8bf5-bdbcdb393d62-1606914006.jpg

7-3cdb7571-d90e-4f23-9386-a4bcfe5637e0-1606914032.jpg

10-5fcbdb02-680f-427b-9686-9de4d31914e1-1606914052.jpg

11-6cb0ed21-c33c-4ee4-a41a-249320112946-1606914069.jpg

11-db2cfdb6-3edd-46c8-b651-daafb5c73261-1606914092.jpg

12-8c3e817f-d3a9-4018-9dde-49cb12196c6e-1606914112.jpg

14-c897dd6a-37bc-48df-a7b8-27f478bdb01a-1606914130.jpg

17-481fd132-e352-45fd-a1f1-77fdd1c56d53-1606914147.jpg

19-89b526a4-0e35-4e56-8006-2cb5a25cae3a-1606914166.jpg

ნინი ქეთელაური