საქსტატი - ერთი წლის განმავლობაში, ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, 2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებულ პროდუქტებს და მომსახურებებს, ფასების ყველაზე დიდი, 45 %-იანი მატებ წიწიბურაზე დაფიქსირდა. შემდეგია ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, რომლის ფასიც 2020 წლის ნოემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.3 %-ით გაიზარდა, 36%-ით გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, 26%-ით - ხმელი ლობიო.

ამასთან, 33%-ითაა გაძვირებული სტომატოლოგის მომსახურება კერძოდ კი კბილის ამოღება, ხოლო კბილის დაბჟენა 17%-ით გაძვირდა. ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.