ლუდი ერთ-ერთი უძველესი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც, როგორც ამბობენ, ათასწლეულების წინ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე იყო გავრცელებული.
სხვადასხვა არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 8 ათასი წლის წინ ლუდის ისტორია შუმერებმა, ბაბილონელებმა და ეგვიპტელებმა დაიწყეს.
ეგვიპტიდან ლუდი ევროპაში გავრცელდა, თუმცა თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებდნენ. ლუდი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა გერმანელებისთვის და გერმანიაში მისი წარმოების უნიკალური რეცეპტი შეიქმნა. გერმანული ლუდის განსაკუთრებული გემოს საიდუმლოს სვია წარმოადგენდა. მალევე რეცეპტი მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა და გარკვეული ცვლილებები განიცადა. დღეისათვის ლუდის მწარმოებელ საუკეთესო ქვეყნებების ჩამოათვალში მოწინავე ადგილებს იკავებენ გერმანია, ჩეხეთი, ჰოლანდია, ბელგია და დიდი ბრიტანეთი.
თითოეულ ამ ქვეყანას ლუდი წარმოების თავისი წესი და ტრადიცია აქვს. შესაბამისად, ლუდის მოყვარულები მას მწარმოებელი ქვეყნის მიხედვითაც აფასებენ და განასხვავებენ. წარმოების განსაკურებით საინტერესო კულტურა ჰოლანდიაში ჩამოყალიბდა. ჰოლანდიაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ყველა ქალაქს თავისი ლუდსახარში ჰქონდა. ბავშვები და მოზარდებიც კი წყლის ნაცვლად ლუდს მიირთმევდნენ.
ჰოლანდიურ ლუდს ხარისხი და პოპულარობა საუკუნეების შემდეგაც არ დაუკარგავს და დღეს მასზე მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. გამონაკლისი არც საქართველოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე ჰოლანდიური ლუდი „გლორში“ გამოჩნდა. ჰოლანდიაში, ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო ლუდსახარშში წამოებული ლუდი საქართველოში პირდაპირ ჰოლანდიიდან შემოდის. პროდუქციის იმპორტს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ინტრეიდი“ ახორციელებს.
ჰოლანდიური ლუდის ღირსებებზე, „გლორშის“ წარმოების პროცესსა და მის განსაკუთრებულ თვისებებზე „ინტრეიდის“ მარკეტინგის მენეჯერი ანი ნიკოლაიშვილი გვესაუბრა.
რით არის გამორჩეული ჰოლანდიური ლუდის ტრადიცია სხვა ქვეყნებისგან?
ჰოლანდიაში ლუდის კულტურა ძალიან განვითარებულია. ქვეყანაში 600-ზე მეტი ლუდსახარშია, მათი უმრავლესობა უძველეს რეცეპტს იყენებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს და სულ უფრო მეტ ადამიანს აყვარებს თავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ჰოლანდიური ლუდი გამოირჩევა განსაკუთრებული არომატითა და უნიკალური ოქროსფერი შეფერილობით (ე.წ. pale-lager), რაც მხოლოდ და მხოლოდ ჰოლანდიურ ლუდს ახასიათებს. საინტერესოა ისიც, რომ ჰოლანდიელებს ურჩევნიათ პატარა ჭიქებით მიირთვან ლუდი, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს გაზი და არომატი. ლუდის ბოთლით მირთმევის მოყვარულებისთვის კი „გროლშის“ მწარმოებლებმა მეტად ორიგინალური და მოსახერხებელი, გვირგვინის ფორმის თავსახური შექმნეს. გახსნის შემდეგ ბოთლს თავსახური კვლავ მარტივად ეხურება და სასმელს გემოსა და არომატის დაკარგვისგან იცავს.
ქართულ ბაზარზე რამდენად პოპულარულია ჰოლანდიური ლუდი?
საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა პრემიუმ ლუდებზე. ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, მოერგოს ბაზარზე არსებულ სიგნალებს და ნამდვილი ლუდის მოყვარულებს მაღალი სტანდარტისა და ხარისხის ბრენდები შესთავაზოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში „გროლშის“ შემოტანა დაგვეწყო. ეს არის ჰოლანდიური ლუდის ტრადიციებზე, ამავე დროს, ინოვაციურ იდეებზე დაფუძნებული ბრენდი, რომელსაც 400-წლიანი ისტორია აქვს და დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლანდიური ლუდის სტატუსს.
„გროლში“ საქართველოში 2019 წლის იანვარში გამოჩნდა და ჩვენი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. დღეს ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ლუდია საქართველოში იმპორტირებულ ლუდებს შორის.
უმაღლესი ხარისხის ლუდის მწარმოებლის, წარმატებული ბრენდის „გროლშის“ ქართულ ბაზარზე იმპორტი მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ისე საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და ხარისხიანი პროდუქტით უზრუნველყოფისთვის.
რითი განსხვავდება Grolsch-ს ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ლუდებისგან?
საქართველოში ბევრი უცხოური ლუდის წარმოებაზე გაიცა ლიცენზია და ადგილზე ხდება მათი წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ლუდი იმავე ბრენდის სახელქვეშ საქართველოშივე მზადდება. ამ დროს ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ მათი გემოვნური თვისებები განსხვავებული იყოს და მომხმარებელმა იმ ლუდის გემო ვერ შეიგრძნოს, რომლის ეტიკეტიან ლუდსაც მიირთმევს.
ამდენად, ნამდვილი ლუდის მოყვარულებისაგან პრემიუმ ხარისხის იმპორტირებულ ლუდებზე მოთხოვნა ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოში წარმოებულზე. „გროლშის“ ხარშვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც უნიკალურია ორი განსხვავებული ტიპის სვიის გამოყენებით, შეუცვლელი გემოსა და არომატის გარანტიაა. რაც მთავარია, „გროლში“ მხოლოდ სუფთა წყლით, ბუნებრივი ინგრედიენტებით, ხელოვნური დანამატების გარეშე მზადდება; ლუდის მიღების პროცესი ეკოლოგიური სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. პროცესისგან მიღებული ნარჩენების 99.8% გადამუშავდება. ასევე, აღსანიშნავია ლუდის ბოთლის ორიგინალური და განსაკუთრებული დიზაინი, რომელსაც გახსნისას სპეციფიკური ხმა აქვს, რაც ასე ძალიან უყვართ „გროლშის“ მომხმარებლებს.