ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-მა პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდება. რაც შეეხება მომავალი წლის პროგნოზს, დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.2%-ით გაიზრდება. შესაბამისად, გამოდის, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2021 წლის ბოლოს დაუბრუნდება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ვაქცინა სწრაფად შემოვა ბაზარზე, ეს ხელს შეუწყობს გაურკვევლობის შემცირებას, რაც მსოფლიო ეკონომიკას სწრაფი ტემპით გაზრდის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინის მიწოდება შეფერხებებით მოხდება და ვირუსი კონტროლს არ დაექვემდებარა, უაღნიშნული პროგნოზი შემცირდება.
როგორც OECD აცხადებს, მომავალ წელს ეკონომიკა ყველაზე მეტად აზიის ქვეყნებში აღდგება.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე