როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge - ს წარმომადგენელთან

რეკლამა, ჩვეულებრივ, დიდ ფინანსებთან და მიმზიდველ სატელევიზიო ვიდეორგოლთან ასოცირდება, თუმცა დღეისათვის რეკლამის ტრადიციულ საშუალებებზე მეტად ეფექტური შესაძლოა ონლაინრეკლამა აღმოჩნდეს.

ონლაინრეკლამაზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პერიოდში - მას შემდეგ, რაც კომპანიების უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ ონლაინგაყიდვებზე გადავიდა. ახლა კომპანიებს უწევთ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ და მოძებნონ ყველა საშუალება იმისათვის, რომ კონკურენტულ გარემოში თავიანთი მცირე თუ დიდი ბიზნესი შეინარჩუნონ და ახალი მომხმარებლები მოიზიდონ.

როგორ არის შესაძლებელი, რომ კომპანიამ მინიმალური დანახარჯით მოიზიდოს მომხმარებელი? ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის პლატფორმა adword.ge, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ტიპის ბიზნესს მაქსიმალურად მარტივად და ეფექტურად განახორციელოს ციფრული მარკეტინგული კამპანია. როგორ შექმნას კომპანიამ ონლაინრეკლამა და განათავსოს ყველაზე მაღალრეიტინგულ საიტებზე adword.ge-ის დახმარებით, ამის შესახებ adword.ge-ის პროექტის მენეჯერი ირინა მამულაიშვილი გვესაუბრა.

რა ტიპის პლატფორმაა adword.ge და რა უპირატესობები აქვს მას სხვა მსგავს პლატფორმებთან შედარებით?

adword.ge არის პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბიზნესს ეხმარება მაქსიმალურად მარტივად, ეფექტურად შექმნას რეკლამა და ანახოს იგი ასი ათასობით ადამიანს. როგორ ხდება ეს? Adword.ge-ის ბაზაში წარმოდგენილია ყველაზე მაღალრეიტინგული ვებპორტალები, რომლებიც სხვადასხვა გვერდზე გამოყოფენ სპეციალურ სივრცეებს.

ამ სივრცეში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია განათავსოს მისთვის საჭირო და მისაღები ტექსტური თუ ვიზუალური მასალა. ასევე, თავად განსაზღვროს ბიუჯეტი, თვალი ადევნოს სტატისტიკას და გაიგოს, რამდენი ადამიანი დააინტერესა რეკლამის დამსახურებით, ანუ რამდენმა ადამიანმა დააკლიკა რეკლამას და გადავიდა კომპანიის მითითებულ ბმულზე. adword.ge- ს ყველაზე დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, ის, რომ კომპანია თუ ფიზიკური პირი რეკლამის განთავსების ღირებულებას იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პორტალის სტუმარი დააკლიკებს მის მიერ განთავსებულ მასალაზე.

როგორ უნდა დაამატოს კომპანიამ რეკლამა adword.ge-ზე?

Adword.ge - ს ერთ-ერთი უპირტესობა ისიც არის, რომ მასზე რეკლამის დამატება საკმაოდ მარტივი პროცესია. ამისთვის საჭიროა საიტზე რეგისტრაცია და მომხმარებლის პროფილის შევსება. ამის შემდეგ მომხმარებელი შედის ველში „განათავსე რეკლამა“, ირჩევს „რეკლამის დამატებას“ და შეჰყავს საჭირო მონაცემები: კომპანიის სახელი, რეკლამის სათაური, რეკლამის ტექსტი და ფოტო. აღსანიშნავია, რომ ყველა რეკლამა, რომლებიც მომხმარებელს შეჰყავს, მოდერაციას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ქვეყნდება შერჩეულ ვებგვერდებზე.

რომელ პლატფორმებზე განთავსდება ამა თუ იმ კომპანიის რეკლამა და დაახლოებით რამდენი ადამიანი ნახავს?

კომპანიას თავისი რეკლამის განთავსება შეუძლია ისეთ მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე, როგორებიცაა: ambebi.ge, IPN.ge, intermedia.ge, bpn.ge, mkurnali.ge, gemrielia.ge, marao.ge და ა. შ. რეკლამის დამატების დროს მომხმარებელი თავად ირჩევს სასურველ საიტებს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის პროდუქციისა თუ მომსახურების გარეკლამება სურს, შესაბამისად - ვინ არის მისი მიზნობრივი აუდიტორია. საიტებს, სადაც მომხმარებელს რეკლამის განთავსებას ვთავაზობთ, ყოველთვიურად 500 ათასიდან 1.5 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, რაც თავის მხრივ იძლევა გარანტიას, რომ იქ განთავსებულ რეკლამას ნამდვილად ბევრი ადამიანი ნახავს. ამას გარდა ასეთ მაღალრეიტინგულ და სანდო საიტებზე განთავსებული რეკლამა ბრენდის იმიჯისთვისაც ძალიან მომგებიანია.

რამდენად ხელმისაწვდომია adword.ge-ის მომსახურება?

სავსებით ხელმისაწვდომია. იმისთვის, რომ მომხმარებელმა adword.ge-ის მომსახურებით ისარგებლოს, საკმარისია ბალანსზე მინიმუმ 1 ლარი ჰქონდეს. ერთი კლიკის მინიმალური ღირებულება 5 თეთრია. რაც შეეხება კლიკის მაქსიმალურ ღირებულებას, ამას თავად რეკლამის განმთავსებელი ადგენს იმის მიხედვით, თუ რა პოზიციაზე სურს რეკლამის გამოჩენა adword.ge-ის ბლოკში - რაც უფრო მაღალია კლიკის ფასი, რეკლამა უფრო წინა პოზიციაზე ჩნდება.

შესაძლებელია თუ არა, რომ ერთმა კომპანიამ რამდენიმე სხვადასხვა რეკლამა განათავსოს ან გარკვეული პერიოდის შემდეგ რეკლამა შეცვალოს.

დიახ, შესაძლებელია. ერთ კომპანიას შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია რამდენიმე განსხვავებული რეკლამის განთავსება. ასევე ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მასალის ცვლილება სრულიად უფასოდ, დამატებითი ხარჯის გარეშე.

დაახლოებით რა პერიოდში მიიღებს კომპანია adword.ge-ით გავრცელებული ონლაინრეკლამისგან რეალურ სარგებელს?

შედეგების ნახვა რეკლამის განთავსების მომენტიდან არის შესაძლებელი - მას შემდეგ, რაც მომხმარებლები რეკლამას დააკლიკებენ და მითითებულ ბმულზე გადავლენ. რამდენმა ადამიანმა დააკლიკა ამა თუ იმ საიტზე განთავსებულ რეკლამას, რა თანხა დარჩა კომპანიის ბალანსზე - ამ და სხვა მონაცემების ნახვა მომხმარებლის პირად პროფილშია შესაძლებელი. პროფილიდანვე ხდება მასალის დამატება, დროებით გათიშვა ან ჩანაცვლება.

როგორ ხდება adword.ge-ისგან მიღებული სარგებლის გაზომვა?

სტატისტიკის ნახვა პირად პროფილებშია შესაძლებელი. აქედან ხედავს რეკლამის განმთავსებელი, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა და რამდენმა დააკლიკა რეკლამას სხვადასხვა საიტზე. ასევე ის ფაქტი, რომ განმთავსებელი, მხოლოდ კლიკის შემდეგ იხდის ამ კლიკის ღირებულებას, საშუალებას აძლევს მას, რომ კომუნიკაცია და მისი შედეგი იყოს ციფრებში ზუსტად გაზომვადი. ეს ყველაფერი მცირე თუ დიდ ბიზნესს საშუალებას აძლევს ობიექტურად შეაფასოს არსებული მარკეტინგული სტრატეგია, საკუთარი საქმიანობა ასი ათასობით ადამიანს გააცნოს, შედეგად - გაზარდოს ბრენდის ცნობადობა და ახალი მომხმარებლები შეიძინოს.