ახალი კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს. როგორც გაეროს მიერ გავრცელებულ ვაჭრობის შესახებ ანგარიშში წერია, ამ ქვეყნებში მცხოვრები 32 მილიონზე მეტი ადამიანი შესაძლოა, უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდეს.
„კორონავირუსის პანდემიამ მოიტანა ქვეყნების განვითარების პერსპექტივის სერიოზული გაუარესება, თუმცა დარტყმა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებზე იქნება კიდევ უფრო ძლიერი. პანდემია 3 პროცენტით გაზდის 32,2%-დან 35%-მდე იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც დღიურად 1,9 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ. ეს კი ნიშნავს, რომ ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში 32 მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“, - წერია ანგარიშში.
მასში ნახსენებია, რომ ყველაზე დიდ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს აფრიკული ქვეყნები და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოები.