„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიის“ - FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში სურსათზე ფასები ნოემბერში მკვეთრად გაიზარდა და 6 წლის წინანდელ მაქსიმუმს მიუახლოვდა. როგორც ორგანზიაციის ანგარიშში წერია, FAO-ს ინდიკატორით საერთაშორისო ფასები სურსათზე გაზრდილია 105,0 პუნქტით, რაც 3,9%-ით მეტია ოქტომბრის ფასზე და 6,5%-ით მეტი გასული წლის ნოემბრის მაჩვენებლზე.
ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ სურსათის საფასო ინდექსმა 2014 წლის წლის მაქსიმუმს მიაღწია. მასში აღნიშნულია, რომ ნოემებრში ფიქსირდება ზრდა ყველა სუბ-ინდექსზე. ასე მაგალითად, ფასის ინდექსი მცენარეულ ზეთზე ნოემბერში გაზრდილია 14,5%-ით, რაც თავის მხრივ პალმის ზეთზე მოთხოვნის ზრდამ და მარაგების სიმწირემ გამოწივია.
ოქტომბერთან 2,5%-ით არის გაზრდილი ინდექსის ფასი ბურღულეუზე, შაქარზე 3,3%-ით, ხოლო ხორცეულზე 0,9%-ით. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, მისი იდექსის ფასი 0,9%-ით გაიზარდა და 18-თვიან მაქსიმუმს გაუტოლდა.
FAO -მ ასევე დააკორექტირა 2020 წელს ბურღულეულის წარმოების პროგნოზიც და ის 2 742 მილიონ ტონამდე შეამცირა.