საბერძნეთმა კორონავირუსის გამო დაწესებული საყოველთაო „ლოქდაუნი“ ერთი კვირით, 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად კარანტინი 30 ნოემბრამდე იყო გამოცხადებული, თუმცა საბერძნეთის მთავრობამ მისი 7 დეკემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისათვის, ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 109 655 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 186 პაციენტი დაიღუპა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც საავადმყოფოები თითქმის მთელი დატვირთვით მუშაობენ.