მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შევიდა - 90 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ , 36 - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 5 – „ევროპულმა საქართველომ“ მოიპოვა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ დღეს გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა.

ყველაზე მეტი - 90 მანდატი (60 - პროპორციული წესით, 30 - მაჟორიტარული წესით) “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

დანარჩენ რვა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის კი, მანდატები ასე გადანაწილდა:

ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” – 36 მანდატი;

“ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;

“პატრიოტთა ალიანსი” – 4 მანდატი;

“ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი;

“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 2 მანდატი;

ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 4 მანდატი;

“გირჩი“ – 4 მანდატი;

“ლელო“ – 4 მანდატი;

კითხვის გაგრძელება