31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ დღეს გამოაქვეყნა, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა.
ყველაზე მეტი - 90 მანდატი (60 - პროპორციული წესით, 30 - მაჟორიტარული წესით) “ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
დანარჩენ რვა პოლიტიკურ გაერთიანებას შორის კი, მანდატები ასე გადანაწილდა:
ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” – 36 მანდატი;
“ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
“პატრიოტთა ალიანსი” – 4 მანდატი;
“ლეიბორისტული პარტია“ – 1 მანდატი;
“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 2 მანდატი;
ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 4 მანდატი;
“გირჩი“ – 4 მანდატი;
“ლელო“ – 4 მანდატი;
კითხვის გაგრძელება