პანდემიამ საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 16%-ით გაზარდა - რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას

საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ოქტომბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას 510 343 ადამიანი იღებს. (სოციალური მომსახურების სააგენტოს ნოემბრის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს).

როგორ იცვლებოდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 2020 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით: (წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო)

  • თებერვალი - 440 330 (მთლიანი მოსახლეობის 11,8%)
  • მარტი - 458 468 (მთლიანი მოსახლეობის 12,3%)
  • აპრილი - 475 132 (მთლიანი მოსახლეობის 12,7%)
  • მაისი - 483 793 (მთლიანი მოსახლეობის 13%)
  • ივნისი - 486 062 (მთლიანი მოსახლეობის 13%)
  • ივლისი - 487 790 (მთლიანი მოსახლეობის 13,1%)
  • აგვისტო - 493 088 (მთლიანი მოსახლეობის 13,2%)
  • სექტემბერი - 502 258 (მთლიანი მოსახლეობის 13,5%)
  • ოქტომბერი - 510 343 (მთლიანი მოსახლეობის 13,7%)

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაც. კერძოდ, 2020 წლის თებერვალში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიზნობრივი სოციალური პროგრამების ბაზაში რეგისტრირებული იყო 921 430 ადამიანი, ოქტომბერში ამ მაჩვენებელმა 993 935 შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი თვლის თავს გაჭირვებულად და დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.