როგორია მსოფლიო ავტოინდუსტრია წუთებში

პორტალმა Money Shake წარმოადგინა ავტომწარმოებელთა რეიტინგი, რომლებიც ყველაზე სწრაფად აწყობენ ავტომობილებს. ამ მონაცემებით ყველაზე ოპერატიული აღმოჩნდა იაპონური Toyota, რომლის ქარხნების კონვეიერიდან ყოველ წუთში 19,9 ავტომობილი გადმოდის.

მას მხოლოდ მცირედით ჩამორჩება Volkswagen (მასში შემავალი ყველა ბრენდის გათვალისწინებით) - მისი მაჩვენებელია 19,8. ლიდერ სამეულშია Hyundai, აქ სხვაობა უკვე დიდია, კორეელები წუთში 13,7 ავტომობილს აწარმოებენ.

წარმოგიდგენთ რეიტინგს წუთში ყველაზე მეტი ავტომობილის წარმოების მიხედვით:

  • 1. Toyota - 19,9
  • 2. Volkswagen - 19,8
  • 3. Hyundai - 13,7
  • 4. General Motors - 13
  • 5. Ford - 12,2
  • 6. Nissan - 11
  • 7. Honda - 10
  • 8. FCA (Fiat-Chrysler) - 8,8
  • 9. Renault - 7,9
  • 10. PSA (Peugeot-Citroen) - 6,9

ათეულს მიღმა არიან Suzuki (6,), SIAC (5,5), Daimler (4,8), BMW (4,8), Geely (3,7), Changan (3,1), Mazda (3,1), Dongfeng (2,8), BIAC (2,4) და Mitsubishi (2,3).

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე ჩინეთი გავიდა, სადაც წუთში 48,9 ავტომობილის წარმოება ხდება.

შედგა ცალკე რეიტინგი ელექტრომობილების წარმოების მიხედვითაც. ამ შემთხვევაში არა წუთი, არამედ საათში წარმოებული ელექტრომობილები დაიანგარიშეს და აქ ლიდერია Tesla 42 წარმოებული ელექტრომობილით საათში, შემდეგ მოდიან BYD (26), BJEV (18), BMW (15) და Nissan (10).

ანალიტიკოსებმა გამოთვალეს წუთში მიღებული შემოსავალიც და დაადგინეს, რომ Toyota და Volkswagen წუთში 533 ათას და 523 ათას დოლარს გამოიმუშავებენ, ხოლო Daimler - 360 ათას დოლარს.

კოკა კვირკველია