“მონური შრომის“ გამო აშშ-მა კომპანია “სინჯიანგისგან“ ბამბის იმპორტი აკრძალა

ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური ფირმისგან ბამბის იმპორტი აკრძალა. აშშ Xinjiang-ს დასაქმებულთა ”მონურ შრომაში“ ადანაშაულებს.

ოთხშაბათს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამერიკის პორტების საბაჟო ოფიცრები ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლისგან, სინჯიანგისგან "ტვირთს, რომელიც შეიცავს ბამბასა და ბამბის პროდუქტებს", ამოიღებენ.

”ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი არ შეეგუება. არ დავუშვებთ, რომ აშშ-მა ბიზნეს მოგება მონებისგან მიიღოს.“- განაცხადა DHS- ის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კენ კუჩინელიმ და ისიც აღნიშნა, რომ ჩინური ნაწარმის ვაჭრობიდან ამოღება გამაფრთხილებელი ნიშანია.

„სინჯიანგი“ ჩინეთის ბამბის 80%-ზე მეტს აწარმოებს. აშშ-ს კი ტანსაცმლის დაახლოებით მესამედს აწვდის.

“აშშ-ს მოქმედებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ტანსაცმლის ექსპორტზე აზიის სხვა მწარმოებლებისგან. შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს ბანგლადეშის, კამბოჯას და ვიეტნამის ნაწარმს, თუ მათი ტანსაცმელი ჩინეთიდან ექსპორტირებულ ბამბას შეიცავს“, – ამბობს დელავერის უნივერსიტეტის მოდისა და ტანსაცმლის კვლევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი შენგ ლუ.

2019 წელს აშშ-მ ჩინეთიდან შემოიტანა დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ბამბის ქსოვილი და ტანსაცმელი.

ხუთშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ჰუა ჩუნინგიმ განაცხადა, რომ შეზღუდვები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სავაჭრო წესებს.

”ამ შეზღუდვით ისინი სინჯიანგის მოსახლეობას უკეთესი მომავლის შექმნის საშუალებას ართმევენ“, - თქვა ჰუამ პეკინში გამართულ ბრიფინგზე.

თეონა რამაზაშვილი