„პალიტრა L-ისა“ და „ბიბლუსის“ თანამშრომლობით, წიგნებზე წინასწარი შეკვეთები იმოქმედებს - წიგნები  სტამბიდან, შენს სახლში!

გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომლობით, კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებლის“ 2-ტომეულზე წინასწარი შეკვეთები იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წიგნების შეძენას ჯერ კიდევ მაშინ შეძლებთ, სანამ იგი მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება.

გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომლობით, ეს პრაქტიკა საქართველოშიც აქტიურად იფუნქციონირებს. როგორც „პალიტრა L-ის“ მარკეტინგის მენეჯერი ანანო თავხელიძე აღნიშნავს, გამომცელობა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკის დანერგვას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წიგნით, კ. გამსახურდიას ორტომეულის სასაჩუქრე გამოცემით იწყებს:

კონსტანტინე გამსახურდიას წიგნებს საზოგადოება დიდი ხანია ელოდება, დეკემბერში კი გამოდის „დავით აღმაშენებლის“ ორტომეულის სასაჩუქრე გამოცემა. ნამდვილად ძვირფასი საჩუქარია ყველასთვის და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს მკითხველს შეძლებოდა მისი წინასწარი შეძენა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ეგზემპლარები მათ ავტომატურად გაეგზავნებათ მანამ, სანამ მაღაზიებში დაიწყება გაყიდვები. მსოფლიოში საკმაოდ მიღებული პრაქტიკა ე. წ. pre order და ძალიან კომფორტულია, რომ არ გამოგვრჩეს ჩვენი საყვარელი წიგნებისა თუ სერიების გამოსვლა და სტამბიდან პირდაპირ ჩვენს სახლში აღმოჩნდეს. პანდემიის გამო, როცა მთელი სამყარო ონლაინ-ვაჭრობაზეა გადასული Pre-order უფრო მნიშვნელოვანია, რაც მთავარია ძალიან სასიამოვნო ამბავია სიახლეების მოყვარულთათვის, რომელთაც საშუალება ექნებათ, მათი საყვარელი ლიტერატურა, სტამბიდან პირდაპირ მათ ხელში მოხვდეს, მაშინ როცა ჯერ არავის აქვს მასზე წვდომა,“ - აღნიშნავს ანანო თავხელიძე.

როგორ შევიძინოთ წიგნი წინასწარი შეკვეთით?

კ. გამსახურდიას 2-ტომეულის შეძენას მკითხველი „ბიბლუსის“ საიტიდან შეძლებს. ამისათვის უნდა შეხვიდეთ საიტზე, აირჩიოთ „წინასწარი შეკვეთები“ და მონიშნოთ, რომ წიგნის წინასწარ შეკვეთა გსურთ. კ. გამსახურდიას 2-ტომეული გამორჩეული სასაჩუქრე გამოცემაა და მისი ფასი 49.95 ლარია.

წინასწარი შეკვეთების სერვისი, როგორც მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკა, მომხმარებელს თავიდან არიდებს გრძელ რიგებში დგომასა და სასურველი წიგნის რამდენიმე მაღაზიაში ძებნას. შედეგად, მნიშვნელოვნად იზოგება ძვირფასი დრო, რომელიც შეგიძლიათ წინასწარ შეკვეთილი წიგნის კითხვას დაუთმოთ.