არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიჰაუსი მუშაობის ახალ, დაცულ და კომფორტულ პლატფორმაზე გადადის
საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, როდესაც მიმდინარე სახლის რემონტი ან მშენებლობა, ზუსტი ან არაზუსტი მიზეზების გამო ჩერდება. ამის გამო, მიჰაუსი ახალ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, რათა შეფერხების გარეშე განაგრძონ დაწყებული სამუშაოები ანდაც, სულ ნულიდან დაიწყონ.
რა პროდუქტს ყიდულობთ ხშირად ამ პერიოდში? გათბობის ქვაბს? რადიატორს? იატაკის საფარს თუ სამშენებლო ინსტრუმენტებს?... როგორც იცით, მიჰაუსში ნებისმიერი კატეგორიის პროდუქციაა ხელმისაწვდომი და ნებისმიერ კატეგორიას საკუთარი ონლაინ კონსულტანტები ყავს, რომლებიც მზად არიან შეგარჩევინონ თქვენთვის საინტერესო პროდუქცია.
განახლებული სისტემა:
შეგიძლიათ ეწვიოთ mihouse.ge-ს და აირჩიოთ ნებისმიერი კატეგორია, რომელშიც გსურთ კონსულტაციის გაწევა - მიჰაუსის წარმომადგენლის მხრიდან.
ამის შემდეგ, მიჰაუსის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ ყველა იმ პროდუქციასა თუ დეტალს, რაც თქვენთვის საინტერესო იქნება.