COVID 19 დაავადებულებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით უფასო კონსულტაციებს გაუწევს

კორონავირუსით ინფიცირებულებს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საკუთარი ვებ გვერდის - http://www.ugma.ge/ge/?option=com_rsform&formId=6 საშუალებით უფასო კონსულტაციებს გაუწევს. ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დარგობრივი ასოციაციების ინიციატივით განხორციელდა. გაერთიანებაში თვლიან, რომ COVID 19-ით დაავადებულ პაციენტებს, ვისაც აქვს სხვადასხვა თანხმლები დაავადება და ამავდროულად ბინაზე აგრძელებენ მკურნალობას, აუცილებლად სჭირდებათ შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის მეთვალყურეობა.

„ამ ეტაპისთვის ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 15 ექიმ სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციის მიღება. პროექტში შემდეგი 18 დარგობრივი ასოციაცია მონაწილეობს: აიპ “უროლოგთა ასოციაცია”- არჩილ ჩხოტუა აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა”-თენგიზ ასათიანი აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია”-ნიკოლოზ კინტრაია აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი”-გიორგი ჩახუნაშვილი აიპ “საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაცია”-ზვიად ბახუტაშვილი აიპ “საქართველოს ქირურგთა ასოციაცია”-გელა არაბიძე აიპ “საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია”-მარინა მამალაძე აიპ „რადიაციულ ონკოლოგიის ეროვნული ასოციაცია“-დარეჯან ლომიძე აიპ "ხარისხის საკონსულტციო ჯგუფი"-მარინა შიხაშვილი აიპ " საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია"-თამარ ყანდაშვილი აიპ "საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია" -დავით აბულაძე აიპ " ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაცია"-ნინო ოკრიბელაშვილი აიპ "გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია"-ზურაბ ფაღავა აიპ "ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია"-ლიკა ჯანაშვილი აიპ "ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია"-ლუიზა გაბუნია აიპ "საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება"-არჩილ ჩუხრუკიძე აიპ "საქართველოს ნევროლოგთა კავშირი"-მარინა ჯანელიძე აიპ საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია”- ლია სოლომონია.

პაციენტებს შეეძლებათ ონლაინ დააფიქსირონ თავიანთი მონაცემები, შეარჩიონ მათთვის საჭირო სპეციალობა და წერილობით დასვან შეკითხვა. დარგობრივი ასოციაციის ექსპერტები პაციენტების კითხვებს 24 საათის განმავლობაში წერილობითვე უპასუხებენ. ხოლო საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ტელეფონითაც დაუკავშირდებიან. გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე სისტემა საცდელ რეჟიმში იმუშავებს, პაციენტების შეკითხვებზე პასუხებს დარგობრივი ასოციაციის ექსპერტები მორიგეობით გასცემენ, რათა არ მოხდეს სისტემის გადატვირთვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.