ილონ მასკი - როგორ გახდა მეოცნებე “კოსმოსური გმირი“ მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი

მას შემდეგ, რაც Bloomberg- მა ილონ მასკი მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად გამოაცხადა, მისი ცხოვრება წამყვანი ტაბლოიდების ყველაზე განხილვად თემად იქცა.

მარსზე ხალხის გაგზავნის ამბიციიდან დაწყებული, სადავო tweet- ებით და ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპებით დამთავრებული, მასკი ყველა იმ “გიჟურ“ წამოწყებასთან ასოცირდება, რაც ერთი შეხედვით ყველას ეგონა, რომ შეუსრულებადი იყო.

ილონ მასკი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ცხოვრებისეულ გამოწვევებს არ შეუშიდა და მართლაც ყველასგან გამორჩეულია.

ასე დაიბადა მსოფლიოს პირველი მავერიკი მილიარდერი.

ბავშვობა

ილონ მასკი 1971 წლის 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პრეტორიაში დაიბადა. 10 წლამდე ის დედასთან - მაიასთან, მამასთან - ეროლთან, ძმასთან - კიმბალთან და დასთან ტოსკასთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ მშობლები გაშორდნენ და ის საცხოვრებლად მამასთან გადავიდა. მოგვიანებით ილონმა აღიარა, რომ მის არჩევანს ნანობდა.

მამასთან ცხოვრება მარტივი არ იყო. მასკის მამა ემოციურად გაწონასწორებული ადამიანი არ იყო. იგი ილონს და მის ძმას აიძულებდა საათობით ფეხზე მდგარიყვნენ და მამის ლექციებისთვის ესმინათ.

”ის ისეთი საშინელი ადამიანი იყო... თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თუ რამდენად ცუდი. მან ჩაიდინა თითქმის ყველა დანაშაული, რაც შეიძლება მოიფიქრო”- განაცხადა მოგვიანებით “როლინგ სტოუნთან“ ინტერვიუში მასკმა.

“უცნაური ბავშვი“ ბრაიანსტონის სკოლაში მწვავე ბულინგის მსხვერპლიც იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ილონის დედამ საშინელი ინციდენტიც გაიხსენა - თანატოლებმა ახალგაზრდა ილონი კიბეებზე დააგორეს, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო და გარკვეული დროის განმავლობაში სუნთქვა უჭირდა. მაშინ სამედიცინო პერსონალის ჩარევა გახდა საჭირო. ამის გამო 12 წლის მასკი სკოლიდან გაიყვანეს, თუმცა განათლებას სახლის პირობებში იღებდა.

10 წლის ასაკში პროგრამირების სწავლა დაიწყო. 12 წლისამ შეიმუშავა ვიდეო თამაში სახელწოდებით Blastar, რომლის კოდიც 429 დოლარად გაყიდა. თამაში შეგიძლიათ ინტერნეტში კვლავ მოიძიოთ.

მასკი მაღალი მიღწევების ოჯახიდან მოდის: ბაბუა წარმატებული ვეტერანი იყო, ხოლო ბებია - პირველი ქალი ქიროპრაქტორი კანადაში. დედამისი მთელი ცხოვრება წარმატებული მოდელი, ახლა უკვე ცნობილი დიეტოლოგია. იგი შვილებთან ერთად ემიგრაციაში კანადაში წავიდა.

ილონი 1989 – დან 1992 წლამდე ონტარიოს უნივერსიტეტში სწავლობდა. შემდეგ აშშ – ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბიზნესის და ფიზიკის შესასწავლად გადავიდა.

1995 წელს მასკმა სტენფორდის უნივერსიტეტში დოქტორანტურა დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სწავლა მიატოვა და თავის პირველ წამოწყებულ კომპანიას Zip2 Corporation- ს, რომელიც საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის ონლაინ საგამომცემლო პროგრამებს ყიდდა, მეტი დრო დაუთმო. 1999 წელს, მასკი 28 წლის იყო, როდესაც კომპანია Compaq– ს 19,02 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

პირადი ცხოვრება

ამის შემდეგ ილონმა ჯასტინ უილსონზე მალევე იქორწინა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა. ტყუპი ბიჭები- გრიფინი და ქსავიერი და მომდევო შვილები - დამიანე, საქსონი და კაი. თითქოს ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, მაგრამ 2008 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

2010 წელს მასკი დაქორწინდა ინგლისელ მსახიობზე ტალულა რილიზე, 2012 წელს ისინი განქორწინდნენ, 2013 წელს კი ხელახლა იქორწინეს. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, 2016 წლის ოქტომბერში წყვილმა ყველანაირი, მათ შორის საქმიანი ურთიერთობაც შეწყვიტა.

განქორწინებიდან მალევე ილონმა დაიწყო ურთიერთობა მსახიობ ემბერ ჰერდთან. წყვილი საბოლოოდ 2018 წლის თებერვალში დაშორდა. მოგვიანებით მილიარდერმა ჟურნალ Rolling Stone- თან აღნიშნა, რომ ყველაზე მტკივნეულად ეს დაშორება გადაიტანა.

რბოლა კოსმოსისკენ

30 წლის მასკი მსოფლიოს ერთ – ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ფიგურა იყო. მიუხედავად წარმატებისა, მასკს “გიჟური“ გეგმები მოსვენებას არ აძლევდა.

2002 წელს SpaceX დააარსა. მისი პირველი გამოწვევა კოსმოსური რაკეტების შექმნა იყო. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ აშშ-ში ისინი ძალიან ძვირი ღირდა, მასკმა საკუთარი რაკეტის აშენება გადაწყვიტა.

2009 წელს კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon სატელიტ ორბიტაზე გაშვებული პირველი დაფინანსებული მანქანა გახდა.

2018 წლის 6 თებერვალს, მისი რაკეტა Falcon Heavy მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ოპერატიული რაკეტა გახდა. მეგარაკეტა შექმნილია ადამიანების მარსზე გადასაყვანად.

როდესაც SpaceX-მა NASA- სთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ასტრონავტების გუნდი გაგზავნა, მასკი უკვე ყველაზე პესიმისტურმა მეცნიერებმაც აღიარეს.

კოსმოსის კვლევა და მოგზაურობა მასკის გრძელვადიანი გატაცებაა. მეცნიერის ნაშრომი, რომელიც New Space ჟურნალში გამოქვეყნდა, მარსის კოლონიზაციის გეგმებს ასახავს. იგი აპირებს შექმნას კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ერთდროულად 100 მგზავრს გადაიყვანს. ხომალდებში იქნება ყველანაირი კომფორტი კინოთეატრების ჩათვლით და სურს, რომ წითელი პლანეტა აღჭურვილი იყოს პიცის დარბაზებით.

მასკის მიზანია, კოსმოსური ხომალდები 2022 წლისთვის იყოს მზად.

მომავლის მანქანები

კოსმოსის კვლევის პარალელურად, მასკი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთო. შექმნა ტესლა მოტორსი, მაგრამ ეს ბრენდი რეალურად იყო მარტინ ებერჰარდისა და მარკ ტარპენინგის ნამუშევრები. მასკი ბიზნესში 2003 წელს ჩაერთო, 2008 წელს კი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. იმავე წელს გამოვიდა კომპანიის პირველი მანქანა Tesla Roadster, 30 ქვეყანაში 2400 მოდელი გაიყიდა.

2016 წლის ივლისში Reno- ში, საავტომობილო მწარმოებლის პირველი "გიგაფაბრიკა" ოფიციალურად გაიხსნა. თუმცა ამჟამად პროექტის მხოლოდ 30% -ი არის დასრულებული.

სუპერ-სწრაფი სამგზავრო მატარებელი

კოსმოსი, რაკეტა, ხომალდები, მომავლის მანქანა - თითქოს წარმოების ხაზი აქ უნდა მთავრდებოდეს, მაგრამ ეს ხომ მასკის სტილი არ არის. ჩამოთვლილ პროგრამებთან ერთად, ახალგაზრდა მეცნიერი სუპერ-სწრაფი სამგზავრო მატარებელის შექმნაზეც ფიქრობდა.

”ჩვენ გვაქვს თვითმფრინავები, მატარებლები, ავტომობილები და კატარღები ... რა მოხდება, თუ მეხუთე რეჟიმი იქნებოდა?”- ეს ჩანაწერი ილონს ეკუთვის. (2013 წ. Hyperloop)

გეგმა ასეთია - შექიმას ვაკუუმური მილი, რომელშიც სუპერ სწრაფი მატარებელი საათზე ნაკლებ დროში 800 კილომეტრს დაფარავს. მიმდინარე წლის 14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Boring Company– მ, რომელიც მიწისქვეშა გვირაბებს თხრის, ლას-ვეგასის საკონვენციო ცენტრის ქვეშ მშენებლობის პირველი ეტაპი დაასრულა.

2020 წელს ილონმა საზოგადოებას ბიოტექნოლოგიური სტარტაპი წარუდგინა. ღორი, რომელსაც ორგანიზმში ტვინის კომპიუტერთან მისაერთებელი ჩიპი Link 0.9 ჩაუნერგეს.

მილიარდერის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. იდეის მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

X Æ A-12

2018 წლის მაისიდან მასკი 32 წლის კანადელ მომღერალ გრიმსს ხვდება. 2020 წლის 4 მაისს წყვილებმა განაცხადა, რომ მათი ვაჟი X Æ A-12 გაჩნდა. შერჩეული სახელი მთელი მსოფლიოს განსჯის საგანი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, სახელი იშიფრება: Æ არის - ის ელფური ელფერი (იგულისხმება სიყვარული და ასევე ხელოვნური ინტელექტი); ხოლო A-12 არის Lockheed A-12 თვითმფრინავი, რომელიც ”იარაღს, თავდაცვასა და სიჩქარეს” განასახიერებდა.

იმავე თვეს სახელი ოდნავ შეცვალეს. "A-12" შეიცვალა "A-Xii" - ით, რადგან რომაული ციფრების გამოყენებით სახელი ნებადართული იყო კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გრეიმსმა გამოაქვეყნა ტვიტერი, რომ "უკეთესად გამოიყურება".

ყველაზე მდიდარი მეორე ადამიანი მსოფლიოში

ტესლას გაყიდვებისა და აქციებზე ფასის ზრდის წყალობით, პანდემიის მიუხედავად, ილონ მასკის სიმდიდრე 2020 წელს გაიზარდა.

Bloomberg– ის 25 ნოემბრის მდგომარეობით, მასკის ღირებულება 136 მილიარდი დოლარია, რაც 7 მილიარდი დოლარით მეტია, ვიდრე ბილ გეითსი.

მსოფლიო ელოდება, თუ რით გაგვაოცებს პიონერი მავერიკი...

თეონა რამაზაშვილი