შვეიცარიაში საქართველოდან ჩასულ პირებს 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

შვეიცარიამ კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა და მასში რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოც დაამატა.

როგორც შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფედერალური ოფისის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ, შვეიცარიაში 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ახლადდამატებულ ქვეყნებში საქართველოსთან ერთად არიან აშშ, იტალიის ნაწილი, ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი პორტუგალია და სხვა. ცვლილება ძალაში 14 დეკემბრიდან შედის.