ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველო საახალწლო და საშობაო ნივთებს ყიდულობს

საქართველოში საახალწლო და საშობაო ნივთების იმპორტი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი- ოქტომბერი) ქვეყანამ 2,352 მლნ აშშ დოლარის საქონელი შეიძინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2,713 მლნ დოლარის.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველომ 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საახალწლო და საშობაო ნივთები შეიძინა, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 1,877 მლნ აშშ დოლარი
  • ნიდერლანდი - 194.2 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა - 81.38 ათასი აშშ დოლარი
  • ჰონ-კონგი - 54.89 ათასი აშშ დოლარი
  • სინგაპური - 21.74 ათასი აშშ დოლარი
  • ფილიპინები - 18.29 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 15.36 ათასი აშშ დოლარი
  • ტაივანი, ჩინეთის პროვინცია - 14.35 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 5.34 ათასი აშშ დოლარი
  • აშშ - 3.54 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური