ბოლო 10 დღეში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურებისთვის 66 372 000 დოლარი გაყიდა, საერთო ჯამში კი წელს ინტერვენციებისთვის ქვეყნის მთავარმა ბანკმა 843,222 მლნ დოლარი დახარჯა. მიუხედავად, ამ მოცულობის რეზერვების გახარჯვისა, აუქციონის დაწყებიდან დღემდე ლარის კურსი დოლართან მიმართებით 37 პუნქტით გაუფასურდა. კერძოდ, თუ 2020 წლის 13 იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,94 ლარი ღირდა, დღეს ლარი დოლართან მიმართებით 3,31 ნიშნულზეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით ყველა დროის რეკოდრი მოხსნა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 დოლარი წელს პირველად 13 მარტს გაყიდა, მაშინ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,87-დან 2,94 ნიშნულამდე გაუფასურდა. 13 მარტიდან დღემდე სებ-მა ბაზარს დოლარი 25-ჯერ მიაწოდა, ჯამში 843,222 მლნ დოლარი.
2020 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო აუქციონები:
ცნობისათვის, სავალუტო ინტერვენცია არის პროცესი, როდესაც ეროვნული ბანკი შედის ბაზარზე, ყიდის დოლარს და ყიდულობს ლარს, ანუ ლარის ჭარბ მასას ამცირებს, რამაც, წესით ლარი უნდა გაამყაროს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში სამწუხაროდ, ასე არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, 2020 წელს.