იმას, რაც 2020 წლის პანდემიის პირობებში HP-მ გააკეთა, ანალოგი არ ჰყავს. კომპანიამ თანამშრომელთა შრომისუნარიანობის გაზრდისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. 12 საათის განმავლობაში აიყვანა DJ Ryan Best, რომელმაც ვირტუალური წვეულება "შენ უნდა ცეკვავდე" გამართა. კლუბური მუსიკით გაჯერებულ ღონისძიებას სახლებიდან Zoom-ის საშუალებით HP-ს 2000 თანამშრომელი შეუერთდა. “წვეულების გულები“ კომპანიის დამფუძნებლები, უფროსები და მთავარი მენეჯერები იყვენ.
"ხალხს ეს ძალიან მოეწონა. ამ პანდემიის გადატანა იმდენად რთულია, რომ ხადახან მხოლოდ მეგობრების შეკრება და განწყობის ამაღლება გვშველის“ – გააცხადა HP– ის ადამიანური რესურსების მთავარმა ოფიცერმა ტრეისი კიოგმა.
Forbes -მა საუკეთესო დამსაქმებლების გამოსავლენად გამოკითხვა 58 ქვეყანაში ჩაატარა. გამოკითხვები ტარდებოდა ივნისიდან ივლისამდე და მონაწილეებს დამქირავებლების შეფასებას სთხოვდენ. საბოლოოდ სიაში 750 მრავალეროვნული და მსხვილი კორპორაცია შევიდა, რომელთა სათაო ოფისი 45 ქვეყანაშია.
სიაში შეერთებული შტატების 247 დამსაქმებელი დომინირებდა, შემდეგ იყო ევროპა 224 დამსაქმებლით, ბოლოს აზია 208-ით.
პირველი საპატიო ადგილი სამხრეთ კორეულმა Samsung- მა მოიპოვა, მეორე - ამერიკულმა Amazon-მა. მესამე კი IBM-მა.
აღსანიშნავია ისიც, რომ IT, პროგრამული და სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციების თანამშრომლები ადაპტაციის უკეთესი უნარების გამო, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას დადებითად აფასებენ. გამოკითხვის მიხედვით, ჰიბრიდულ სამუშაო პირობებს ყველაზე რთულად მოგზაურობის, დასვენების და სატრანსპორტო კომპანიების მუშაკები შეეგუენ.
პანდემიის პირობებში დამქირავებლების მუშაობით კმაყოფილები კოლუმბიის და ბრაზილიის მოქალაქეები იყვნენ. ეს პერიოდი ცუდად გადაიტანეს იაპონიის, სინგაპურის, სამხრეთ კორეის და იტალიის მუშაკებმა.
რეიტინგის მიუხედავად, “ფორბსის“ ყურადღების ცეტრში ის კომპაიები მოხვდნე, ვინც კოვიდ19 - თან საბრძოლველად და თანამშრომლების საკეთილდღეოდ ყველაზე მასშტაბური ცვლილებები განახორციელა, ასევე დიდი ფიანსური რესურსი გაიღო.
სავარაუდოდ, კოვიდ19-ით, Amazon- ის მინიმუმ რვა თანამშრომელი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების შემდეგ კომპანიამ დიდი ინვესტიციები განახორციელა სამუშაო ადგილების უსაფრთხოებისთვის. ივნისში მან ფრონტის ხაზზე მომუშავე ყველა თანამშრომელს პრემიის სახით 500 დოლარი გადასცა, რამაც საბოლოო ჯამში მილიონობით დოლარს მიაღწია. Covid– თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე 4 მილიარდი დოლარი დახარჯა, 100 მილიონზე მეტი თანამშრომლებისთვის სახის ნიღბებისთვის დაიხარჯა. კომპანიამ ასევე დაიწყო თავისი თანამშრომლების რეგულარული ტესტირება Covid19- ზე.
”ჩვენი გუნდის ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის დავნერგეთ ახალი პროცესები და 150-ზე მეტი პროცედურა შევცვალეთ. კრიზისის პირველ დღეებში, კომპანიაში შემოვიყვანეთ მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები, რომლებიც ჩვენს 5000-კაციან უსაფრთხოების ჯგუფთან ერთად მუშაობდნე“- განაცხადა ამაზონის სპიკერმა.
ლეგენდარული კლუბური წვეულების გარდა, პანდემიის დროს HP- მ თავის თანამშრომლებს სხვა უამრავი დახმარება შესთავაზა.
აშშ- ის კომპანიამ თანამშრომლებისთვის დახმარების ფონდი შექმნა. ვინც პანდემიის გამო სიდუხჭირის წინაშე აღმოჩნდა, ფინდიდან 10 000 დოლარის ოდენობის მიღება შეეძლო. თანამშრომლებს ასევე ყოველკვირეულად ჰქონდათ წვდომა ოფისში მიმაგრებულ ექიმებთან.
გერმანულმა Siemens- მა თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე მუდმივად გადაიყვანა. კომპანიამ განაცხადა, რომ მის თანამშრომლებს, პანდემიის დასრულების შემდეგაც შეეძლებათ კვირაში ორი ან სამი დღე სახლიდან იმუშაონ.
”სხვა კომპანიებში ჩვენი მხრიდან მსგავსი განცხადების გაჟღერებას არ ელოდნენ. კოვიდის კრიზისის ერთ-ერთი იშვიათი დადებითი მხარე, სამუშაო პირობებისთვის მობილური ტელეფონების ეფექტურად გამოყენებაა” - ამბობს კომპანიის ადამიანური რესურსების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი დოქტორი ჯოჩენ უოლიში.
სიის მე -18 ადგილზე Cisco გავიდა. 22 მაისს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩაკ რობინსმა და მთავარმა HR-მა ფრენ კაცუდასმა ამერიკული კომპანიის თითქმის 76,000 თანამშრომელს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ერთი კვირა დასვენების საშუალება მისცეს.
დამსაქმებელი ინდოეთში დასაქმებული თანამშრომლების დახმარებას ცდილობდა. რადგან, აღმოაჩინეს, რომ ინდოეთის ფილიაში საკმაოდ ცუდი სამედიციო პირობები ჰქონდათ. Cisco– მ 10,000 თანამშრომლისთვის აამოქმედა 24/7 ცხელი ხაზი, სადაც პროფესიონალი სამედიცინო მუშაკებისგან ინფიცირების მართვა და რჩევების გაცემა ხდებოდა.
”ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის Covid19– ის რისკის მართვა. ეს იყო გამოწვევების წელი“ - ამბობს Cisco– ს გლობალური სარგებლობის მენეჯერი კეიტინ ჯონსონი.