მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 66 231 071 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 812 547 ადამიანი, 1 524 457 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 18 894 067 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.