„გიორგი გახარიამ დაგვიანონსა, რომ თუ თანამშრომლებს გავუშვებდით ყველას  მოგვაკითხავდა და ჩათვალეთ, მოგვაკითხეს მაგ ნაწილში“

„გიორგი გახარიამ პირველი „ლოქდაუნისას“ დაგვიანონსა, რომ თუ თანამშრომლებს სახლში გავუშვებდით, ყველა ბიზნესს მოგვაკითხავდა და ჩათვალეთ, მოგვაკითხეს მაგ ნაწილში,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "აი სი არ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძემ განაცხადა.

„პირველი ლოქდაუნის მერე დღემდე, 40% დავკარგეთ რეალიზაცია და ბიზნესს, რომელიც ზარალზე მუშაობს, საკმაოდ რთულად მოუწევს ამ ჭრილობების მოშუშება. ჩვენი სექტორი მოგების გენერირებას მე-4 კვარტალში ახდენს და დეკემბერი არის მნიშვნელოანი თვე, თუმცა, არსებულ სიტუაციას და ამ პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან ბევრი ბიზნესი დაიხურება.

ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც მსხვილ რითეილერებს გვაქვს, არის შემდეგი - 2021 წელი რომ დავიგეგმოთ და დამატებითი საბრუნი კაპიტალი გამოვართვათ ბანკებს, ისინი ორ ციფრს გვთხოვენ - ხარჯვით ნაწილს და შემოსავალს. მაგრამ როდესაც შენ ვერ იგეგმავ ხარჯვით ნაწილს და შემოსავალს და ხარ ზარალიანი, საკმაოდ რთულია დამატებით საბრუნი კაპიტალის მოზიდვა ბიზნესისთვის,“-აღნიშნა ხაზარაძემ.

თაია არდოტელი