კორონავირუსის რუსული ვაქცინის ფასი ცნობილია

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინის სარეალიზაციო ფასი დაარეგისტრირა. როგორც უწყების განცახდებაში წერია, ვაქცინა Спутник V-ის ორი კომპონენტის ფასი 1 942 რუბლი(26 აშშ დოლარი) იქნება.

მინისტრის თანაშემწის ალექსეი კუზნეცოვის თქმით, ასევე განისაზღვრა ერთი შეფუთვის ფასი, რომელშიც 5 ორკომპონენტიანი ნაკრები შედის და მისი ფასი 9 710 რუბლი (130 აშშ დოლარი) იქნება. მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია იქნება უფასო და მხოლოდ ნებაყოფობითი.

ცნობისთვის, რუსეთის ხელსიუფელბამ აღნიშნული ვაქცინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური პრეპარატების სიაში შეიყვანა.

კოკა კვირკველია