Philips-მა ციფრული კამპანიისთვის ცალკე კომპანიები დაიქირავა

საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Philips-ი ახალი მასშტაბური სარეკლამო კამპანიისთვის ემზადება. მან ციფრული მედიაკამპანიისთვის ახალი სააგენტოები დაიქირავა.

სააგენტოები Wavemaker და Ogilvy, რომლებიც შედიან WPP ჰოლდინგში, კომპანია Philips-ის დიჯიტალ მედია და performance-მარკეტინგს ჩაუდგებიან სათავეში. ამის შესახებ Campaign-ი წერს და აღნიშნავს, რომ შეთანხმება ბრენდს 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

Philips-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Wavemaker და Ogilvy-ისთან თანამშრომლობა გააფართოვებს არსებულ ურთერთობებს WPP-სთან. მათივე თქმით, ეს არ მოახდენს გავლენას Dentsu-სთან თანამშრომლობაზე, რომლის სააგენტოები Carat და iProspect არიან ბრენდის გლობალური მედიაპარტნიორები.

კოკა კვირკველია