ვიდეოპორტალმა YouTube მის პლატფორმაზე ყველაზე პოპულარული სარეკლამო ვიდეორგოლების 2020 წლის რეიტინგი წარადგინა. როგორც Adweek წერს, ეს რეიტინგი გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად შეიცვალა მსოფლიო და რამდენად სწრაფად მოახდინეს ადაპტირება ამ ცვლილებებისადმი კომპანიებმა.
რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა Nike-ის რეკლამა კამპანიით Never Too Far Down, რომელმაც ყველაზე მეტი, 118 მილიონამდე ნახვა დააგროვა, მასში საუბარია ლებრონ ჯეიმსზე, სერენა ვილიამსზე და ტაიგერ ვუდსზე.
მეორე ადგილზეა Google-ის რეკლამა ამერიკის სუპერთასისთვის. მასში ასაკოვანი კაცი იხსენებს მის გარდაცვლილ მეუღლეს და Google-ის ასისტენტს უყვება, თუ როგორი სასიამოვნო დეტალები უნდა დაიმახსოვროს მან.
სამეულში მოხვდა Hyundai-ის რეკლამა, რომელშიც გადაიღეს მსახიობები ქრის ევანსი, ჯონ კრასინსკი და რეიჩელ დრეტჩი. იუმორისტულ რგოლში საუბარია ავტომატური პარკინგის ახალ ფუნქციაზე.
პლატფორმის ინფორმაციით, ტოპში მყოფმა ვიდეოებმა მილიონზე მეტი ლაიქი მოაგროვეს და მათგან 714 ათასი მოვიდა მოკლემეტრაჟიან რეკლამაზე თამაშისთვის Clash of Clans. ამასთან, ათეულიდან 5 ვიდეო გადაღებულია სპეციალურად ამერიკული სუპერთასის ფინალისთვის.
Apple-ის რეკლამა სახლიდან მუშაობაზე კი გახდა ერთადერთი რეკლამა, რომელიც პანდემიის თემას ეხებოდა. ამასთან, პირველი ორი ვიდეო იყო ემოციური და შთამაგონებელი, ხოლო დანარჩენი 8 - კომედიური.
2020 წლის რეკლამების ტოპ-10 ასე გამიყურება: