ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ გამოსცა ახალი განკარგულება სასათბურე გაზების გაფრქვევის შემცირებისთვის ელექტროენერგეტიკის სექტორში. ამის შესახებ პორტალი Smart Energy International წერს.
ახალი დოკუმენტის თანახმად, ამ სექტორში სასათბურე გაზების გაფრქვევა 2021 წლიდან 2030 წლამდე უნდა შემცირდეს 54%-ით, 2050 წლისთვის კი 85%-ით 2009 წელთან შედარებით.
შესაბამისი დოკუმენტი მიიღო შტატ ნიუ-იორკის გარემოს დაცვის დეპარტმანეტმა ენერგეტიკის კვლევის სამმართველოსთან ერთად. ის აძლიერებს შტატის რეგიონალურ ძალისხმევას სასათბურე გაზებთან (RGGI) მიმართებაში.
RGGI - ეს არის პირველი რეგიონალური პროგრამა, რომელიც მიმართულია სასათბურე გაზების გაფრქვევის შემცირებისკენ ენერგეტიკის სფეროში.