კასტროპიგნანო - კიდევ ერთი სოფელი იტალიაში, სადაც სახლები 1 დოლარად იყიდება

უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც იტალიის არაერთმა პატარა სოფელმა თუ ქალაქმა უჩვეულო პროექტი წამოიწყო - ისინი დასახლებების სრულიად დაცლისა და გაუკაცრიელების თავიდან ასაცილებლად ახალმოსახლეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.

მათი შეთავაზებები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მიზანი ყველას ერთი აქვს. მათ სურთ იტალიის სამხრეთში შედარებით ღარიბი რეგიონების პატარა დასახლებები სრულიად არ დაიცალოს და ახალი სიცოცხლე დაიბრუნონ.

კიდევ ერთ ასეთ განსაკუთრებულ შეთავაზებას ახალმოსახლეებს იტალიის პატარა და ძალიან ლამაზი სოფელი კასტროპიგნანო სთავაზობს, სადაც სახლები სულ რაღაც 1 დოლარად იყიდება.

italia1-1607246983.jpg

სოფელი მთის ფერდობზე შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრის გარშემო მდებარეობს, რომლესაც წარსულში თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.

დღესდღეობით სოფელში 900 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ, როდესაც 1930-იან წლებში დასახლებაში სულ მცირე 2 500 მაცხოვრებელი იყო. მოსახლეობის უმეტესობამ განათლების მიღებისა და სამუშაოს ძებნის მიზნით დიდ ქალაქებში გადასვლა გადაწყვიტა. დღეს სოფლის მცხოვრებელთა 60%-ს 70 წელს გადაცილებულები შეადგენენ.

italia2-1607247022.jpg

სოფლის მერი ნიკოლა სკაპილატი აცხადებს, რომ დასახლებაში დღესდღეობით სულ 100 განადგურების პირას მისული სახლია.

„ძალიან ძნელია როდესაც უყურებ, როგორ კვდება უძველესი ისტორიის მქონე სოფელი და როგორ ნადგურდება სახლები. ჩვენ რაღაც ახალი უნდა მოგვეფიქრებინა“-აცხადებს ის.

თავდაპირველად მან დაზიანებული სახლების მფლობელებს მიმართა, რომ თუ სახლების შეკეთებას არ დაიწყებდნენ, სახელმწიფო მათ ქონებაზე უფლებას ჩამოართმევდა. ამის შემდეგ 50-ზე მეტმა ადამიანმა სახლების შეკეთება დაიწყო.

italia3-1607247048.jpg

მისი თქმით, ამის შემდეგ დარჩა კიდევ 100 სახლი, რომლებიც ახალ პატრონებს ელის.

სკაპილატი აცხადებს, რომ ახალმოსახლეეებმა თავდაპირველად სოფლის ბიუჯეტში 2 000 ევრო უნდა გადარიცხონ. მათ სახლის შესაკეთებლად 3 წელი აქვთ, რის შემდეგაც მათ თანხა უკან უბრუნდებათ.

ამასთან, საცხოვრებელი სივრცის გარდა, დანარჩენ ტერიტორიაზე ახალმოსახლეებს უფლება აქვთ ნებისმიერი სახის ბიზნესი გახსნან, რაც დასახლების ცხოვრებას გაააქტიურიებს და ტურისტებს მოიზიდავს.

itaia4-1607247076.jpg

itaia3-1607247110.jpg

ბექა ბერიაშვილი